LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

110 წლის უხუცესმა ავსტრალიელმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა

126
bf65572065bc66b66b87df455cfb1a53

ავსტრალიის უხუცესმა ქალბატონმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა. მისი ისტორია ABC-იმ გამოაქვეყნა.

ლორნა ჰენსტრიჯიმ 110 წლის იუბილე იზეიმა და ქვეყანაში ყველაზე ასაკოვანი ქალიც გახდა.

ლორნამ არ იცის თუ რამ მიიყვანა ის ამ ასაკამდე, თუმცა ყოველდღიურ ვარჯიშებს და ცხოვრების აქტიურ სტილს ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს. „მე უბრალოდ ვაგრძელებ გაგრძელებას. ყოველთვის მომწონდა ფიზიკური ვარჯიშები, სუფთა ჰაერი, ხალხი და მუდმივი აქტიურობა,“ – დააზუსტა იუბილარმა.

ქალი ადელაიდაში 1914 წლის 6 ივნისს დაიბადა და ადრეული წლები მშობლებთან ერთად ფერმაში გაატარა. როდესაც სკოლაში დაიწყო სიარული, მამა მას სადგურზე ცხენით ატარებდა. ქალმა მომავალი მეუღლე მეორე მსოფლიო ომის დროს მაშინ გაიცნო, როცა ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში მუშაობდა. წყვილი 1945 წელს დაქორწინდა. მათ ორივეს უყვარდათ გოლფი და ლორნამ 30 წელზე მეტი გოლ-კლუბის ადმინისტრაციაში იმუშავა.

ქალი მოხუცებულთა სახლში სულ რაღაც 5 წლის წინ გადავიდა. ის ყოველ დღე სეირნობს ბაღში და დერეფნებში, ფეხებს კი თავის ოთახში ავარჯიშებს. მას ძალიან უყვარს კროსვორდები, კითხვა და 77 წლის ქალიშვილთან ერთად გასეირნებაც.

ავსტრალიელს კიდევ ერთი ვაჟი, ერთი ქალიშვილი, 7 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები