LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“11:18 წუთი, დათას ხმა არ ისმოდა…” – ონლაინ გაკვეთილზე მყოფი, გარდაცვლილი მოსწავლის დათა შომახიას პედაგოგი ტრაგედიის დღეს იხსენებს

819
BeFunky-collage

ბათუმში, 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის დღეს ონლაინ გაკვეთილზე მყოფი, გარდაცვლილი მოსწავლის დათა შომახიას პედაგოგი ირმა ვადაჭკორია ტრაგედიის დღეს იხსენებს.

“გაკვეთილი დაიწყო 11:00 საათზე. იმ დღეს შემოქმედებითი გაკვეთილი გვქონდა. ვარჩევდით კლასგარეშე ლიტერატურას და ისინი ინტერნეტში ეძებდნენ, რაც უნდა წაეკითხათ. დათა ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში.

შემდეგ შევარჩიე წიგნი – ანა ფრანკის დღიური, რომელიც სიმბოლურად იქცა. ვფიქრობ, დღეს მის ბედს იზიარებს დათა, რადგან სიკვდილის შემდეგ უფრო გახდა ცნობადი სახე.

11:18 წუთი დათას ხმა არ ისმოდა, ამ დროს მიფიქსირებ თიმსი ბავშვის გასვლას. როგორც ჩანს, ეს ტრაგედია 11:18 წუთსა და 18 წამზე მოხდა.

არანაირი ხმაური არ გაგვიგონია. კამერები არ გვქონდა ჩართული”,- ამბობს პედაგოგი.

მისივე თქმით, დათა ძალიან გამორჩეული იყო და მის მიერ მიცემული აბოლუტურად ყველა წიგნი ჰქონდა წაკითხული.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები