ბრაზილიელი ჟოაუ მარინიო ნეტუ მსოფლიოში უხუცეს ადამიანად აღიარეს. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნის ოფიციალური საიტი წერს.
ნეტუმ ეს სტატუსი ბრიტანელი ჯოანა ტინისვუდის გარდაცვალების შემდეგ, 26 ნოემბრიდან მიიღო. ჯოანა 112 წლის იყო, ნეტუ ამჟამად 112 წლისა და 52 დღისაა. ის არის მსოფლიოში უკანასკნელი ცოცხალი მამაკაცი, რომელიც 1912 წელს დაიბადა.
ნეტუ მრავალი წელია სეარას შტატში ცხოვრობს და თითქმის მთელი ცხოვრება ფერმერობით იყო დაკავებული. ბრაზილიელი ჯერ კიდევ 1994 წელს დაქვრივდა და მას საკმაოდ დიდი ოჯახი ჰყავს: 6 შვილი, 22 შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილის შვილი.
მამაკაცი თავისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოდ კარგ ადამიანებს თვლის, ისეთებს რომლებიც მის გარშემო მრავლად არიან და თავადაც ცდილობს მუდმივად ახლობელი ადამიანების წრეში იყოს.
საინტერესოა, რომ პლანეტის 5 უხუცესი მამაკაციდან 3 ბრაზილიაში ცხოვრობს. დარჩენილი ორიდან – ერთი ავსტრალიელია, მეორე კი მექსიკელი.