LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

43
პარლამენტი

12 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ 2019 წლის 22 თებერვლის დადგენილებაში შესატან ცვლილებაზე იმსჯელებენ.

“პარლამენტის ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არა მარტო ფრაქციების, არამედ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უნდა გაერთიანდნენ.” – აღნიშნა ვოლსკიმ.

12 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პარლამენტის დადგენილების პროექტს 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ.

დადგენილების პროექტს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g