LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წელი მამის გარეშე – ტომ კრუზის ერთადერთი ბიოლოგიური ქალიშვილის იშვიათი გამოჩენა

730
page

ტომ კრუზის ერთადერთი ბიოლოგიური ქალიშვილი, სური კრუზი, კოლეჯიდან შობის არდადეგებზე სახლში დაბრუნდა. 19 წლის სტუდენტი ნიუ-იორკში გადაიღეს, როცა მსახიობ დედასთან, კეტი ჰოლმსთან ერთად საშობაო შოპინგზე მიდიოდა.

გოგონა მწვანე, The North Face-ის ქურთუკში, ჰუდსა და ჯინსებში იყო გამოწყობილი.

რაც შეხება ტომის ყოფილ მეუღლეს, 47 წლის კეტი ელეგანტურად გამოიყურებოდა გრძელ ღია კრემისფერ პალტოში.

სური კრუზის იშვიათი გამოჩენა საზოგადოებაში კვლავ დიდი ინტერესის საგნად იქცა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ის ბოლო თვეებში საჯარო სივრცეში პრაქტიკულად არ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, კრუზს ქალიშვილი 12 წელია არ უნახავს. შვილთან ურთიერთობაზე თავად მან განაცხადა უარი. მედიის ცნობით, სურის შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და-ძმასთან, კონორ კრუზსთან და იზაბელა კრუზთან, რომლებიც ტომ კრუზმა და ნიკოლ კიდმანმა ქორწინების დროს იშვილეს.

ტომ კრუზის ერთადერთი ბიოლოგიური ქალიშვილი – მამისგან მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, 18 წლის სური პირველად გამოჩნდა

18 წლის სური მილიონერია – ტომ კრუზის ქალიშვილმა მამისგან დიდძალი ქონება მიიღო

ტომ კრუზის ქალიშვილი შეყვარებულთან კოცნის დროს გამოიჭირეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები