სალომე შარვაძე , რომელიც “ჩემი ცოლის დაქალებში” შესრულებული როლის შემდეგ ყოველთვის ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას, სოციალურ ქსელში აქვეყნებს საკუთარი ქორწილის ფოტოებს, რომლებიც აქამდე ალბათ ბევრ გულშემატკივარს არ უნახავს.
“12 წელი მიყვარხარ” – წერს მსახიობი. პოსტი უკვე უამრავმა ადამიანმა მოიწონა.
შეგახსენებთ, სალომე შარვაძემ 2007 წელს იქორწინა იურისტ მამუკა არველაძეზე. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.