12 წლის მარი სარჯველაძის ისტორია კომპანია ,,დიო’’-სთვის ძალიან ამაღელვებელი აღმოჩნდა. ოჯახის მარჩენალ ბეჯით გოგონას, რომელიც ონკოლოგიური პაციენტი დედის წამლებისთვის ზაფხულის განმავლობაში ზღვის სანაპიროზე ცხელ სიმინდს ყიდის, ხოლო ზამთარში თბილისში ჯართს აბარებს – ფანჯრებ ჩამტვრეულ ბინაში განსაკუთრებით სუსხიანი დღეების გადატანა ურთულდებოდა: ,,პლედით ვზივარ და ისე ვმეცადინეობ ხოლმე’’.
კომპანიაში გადაწყვეტილება მიიღეს გოგონას განვითარების ხელშემწყობი და წამახალისებელი გარემოს უზრუნველსაყოფად ძველი, დაზიანებული ფანჯრები ახალი – მეტალოპლასტმასის ენერგოეფექტური კარ-ფანჯრით შეეცვალათ, რომლის ყველა შემადგენელი კომპონენტი გერმანულია. ასევე, დამატებით ულამაზესი მწვანე ფერის ფარდა ჟალუზი ,,მაგნოლიებით’’ მთელი სახლის ინტერიერი გააფერადეს!
„დიო“-ს მოულოდნელი სიურპრიზისა და სახლის ინტერიერის განახლების შედეგად გოგონა უზომოდ გაბედნიერდა: „მე ვოცნებობდი, რომ ჩემი ოთახი მქონოდა თეთრი და ლამაზი“ – ამბობდა მარი, „დიო“-მ კი სანუკვარი ოცნება შეუსრულა!
„ჩვენ მყარად ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ როგორც ადამიანს , ანალოგიურად ბიზნესს აქვს საზოგადოების წინაშე უფლებები და მოვალეობები, სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადაჭრაზე ხშირად ვზრუნავთ და სწორედ ეს არის ის ერთ-ერთი მამოძრავებელი პრინციპი, რომელიც სრულად შეესაბამება ორგანიზაციის მისიას , მიზნებსა და ამოცანებს , რომელზე დაყრდნობითაც ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას! ბედნიერება და სიხარული ამ ქვეყნად არ დასრულდება, თუ კი ერთმანეთის დახმარებას ენთუზიაზმით უწყვეტად განვაგრძობთ და რაც შეიძლება მეტი ადამიანის გვერდში, მკურნალი მალამოსავით ვიდგებით მაშინ, როცა მათ ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! “ – აცხადებენ კომპანია “დიოში”.
შეგახსენებთ, „დიო“ სოციალურ პროექტების მხარდაჭერას ყოველთვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს! და მაქსიმალურად ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების და პრაქტიკის დანერგვაში. კომპანიაში ამ მიმართულებით სტრატეგიის შემუშავება და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა მუდმივად მიმდინარეობს.
#გავერთიანდეთსიკეთისთვის #სიკეთეგადამდებია #დიო