LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 მარტს სოფელ არახვეთთან მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

412
გზა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ77 (სოფ. არახვეთი) მონაკვეთზე დაგეგმილია დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები, რის გამოც, 2025 წლის 13 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

magti 5g