გორში, 13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს ბრალდება დაუმძიმდა.
გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა.
გორში 13 წლის გოგომ იმშობიარა – დაკავებულია ოჯახის ნაცნობი, 50 წლამდე მამაკაცი
„13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგო და მისი შვილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისში არიან ჩართული.
13 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე ზრუნვის სააგენტოში შეტყობინება გასულ წელს შევიდა
პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და, არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, ასევე, დაზარალებულთან კომუნიკაციის მცდელობისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანი ძალდობის მსხვერპლის ინტერესების შელახვა და მეორეული ვიქტიმიზაცია“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.