LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა

167
c03e286a-b17c-4490-81be-af3250497760

13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა.

2024 წელს რადიოს მსოფლიო დღის მთავარი იდეა ინფორმირების, განათლებისა და გართობის ერთი საუკუნეა.

რადიოს მსოფლიო დღე წელს მეცამეტედ აღინიშნება.

„ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა, რომ ქართულ რადიო სივრცეში ლიდერ პოზიციებს, სტაბილურად კვლავ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ იკავებს, რომელიც ჯამში, 4 რადიოსადგურს აერთიანებს: „ფორტუნას,“ „ფორტუნა პლუსს“, „არ დაიდარდოსა“ და „ავტორადიოს“, რომელთაც ჯამურად, რადიო აუდიტორიის 60% უსმენს.

„რადიო არის უმნიშვნელოვანესი მედია, მისი როლი დიდია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მედიაგარემოს განვითარებაში“, – ამბობს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე და ხაზს უსვამს რადიოს, როგორც წამყვანი მედიის როლს საზოგადოების წინაშე.

თამარ ჩიგოგიძე: „რადიო არის უმნიშვნელოვანესი მედია, მისი როლი დიდია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მედიაგარემოს განვითარებაში. ის იყო, არის და იქნება ყველაზე ოპერატიული, მობილური, სანდო და საიმედო მედიასაშუალება როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში და მე მინდა, ვუსურვო მას მუდმივი განვითარება, კეთილდღეობა და რაც მთავარია, ხალხის ნდობა და სიყვარული!

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე ჩვენს რადიო სექტორს, ჩემს კოლეგებსა და მეგობრებს, ჩვენი კომპანიის თითოეულ თანამშრომელს და, რა თქმა უნდა, რადიოსადგურების ერთგულ მსმენელებს, რომლებიც  მუდმივად ავლენენ ნდობას, გვიზიარებენ თავიანთ სიყვარულს და გვაძლევენ მოტივაციას ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე.“

რადიო „ფორტუნა“ ეთერში პირველად 1997 წლის 31 დეკემბერს გავიდა.

27 წლის შემდეგ რადიოჰოლდინგი ოთხ რადიოსადგურს და პორტალ fortuna.ge-ს აერთიანებს.

27 წელია, რაც ერთგულ მსმენელთან ერთად, რადიოჰოლდინგი „ოქროს სტანდარტით“ მიიწევს წინ და იკავებს ლიდერ პოზიციებს, ყველგან, სადაც საქართველოა.

ინფორმაციისთვის, 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო.

როგორც იუნესკო-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, „რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მედიასაშუალებად. მას აქვს დიდ აუდიტორიასთან წვდომის უნიკალური უნარი, შეუძლია, წარმოაჩინოს და ასახოს კაცობრიობის მრავალფეროვნება და საზოგადოების ყველა წევრის ხმა გააგონოს აუდიტორიას.“

მსოფლიოში პირველად, რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო.

საქართველოში პირველი რადიოსიგნალი 1925 წელს გადაიცა. 2025 წელს კი საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობიდან 100 წელი შესრულდება.

იუნესკო: „რადიო, როგორც საყრდენი კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისთვის“ – 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება

mazda magti 5g