LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14-დან 14: ესპანეთი დანარჩენი ევროპის წინააღმდეგ

15

ესპანურმა კლუბებმა ევროტასებზე სხვა ქვეყნის გუნდებს 14 დაპირისპირებიდან 14 მოუგეს.

2015-16 წლების სეზონში ევროთასების ფლეი-ოფებში ესპანურმა კლუბებმა უკვე 14-ჯერ გააგდეს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ბოლო სამი წლის სტატისტიკა კიდევ უფრო საშიშად გამოიყურება: 44 გამარჯვება 47 დაპირისპირებიდან.

დღეს საღამოს კიდევ ორი ესპანური კლუბი ევროპალიგაზე თამაშობს: შეგახსენებთ, ”ვილიარეალმა” შინ მოუგო ”ლივერპულს” 1:0 და ახლა ”ენფილდზე” ელის რთული გამოცდა. ”სევილია” კი შინ მასპინძლობს ”შახტარს” (პირველი მატჩი 2:2) და დიდი შანსია პირენეელებმა ეს საოცარი სტატისტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესონ.

ყველაფერ ამის შედეგია ის, რომ ბოლო ორი ჩემპიონთა ლიგა ”რეალმა” და ”ბარსელონამ” მოიგეს, ხოლო ევროპალიგის ბოლო ორი სეზონის გამარჯვებული ”სევილიაა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები