LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 ივლისს თეატრალური უნივერსიტეტის ღია სცენაზე ინკლუზიური საცეკვაო სკოლა ,,ანისის“ კლას-კონცერტი გაიმართება

431
კლას-კონცერტი

14 ივლისს თეატრალური უნივერსიტეტის ღია სცენაზე ინკლუზიური საცეკვაო სკოლა ,,ანისის“ კლას-კონცერტი გაიმართება

კონცერტზე წარმოდგენილი იქნება  ინკლუზიური ცეკვის სამოდელო გაკვეთილი და მუსიკათერაპიისა და ცეკვის სინთეზური აქტივობები. მონაწილეობას მიიღებენ პროექტში ჩართული 10 მოსწავლე/ბენეფიციარი. კლას-კონცერტს გაუძღვებიან სკოლის პედაგოგ-თერაპევტები: ანა ღვინიაშვილი, თამარ ჟორდანია და თათია შარვაძე.

ინკლუზიურ საცეკვაო სკოლა  ,,ანისი“  არის საქართველოში პირველი და ერთადერთი შშმ პირთა საინტეგრაციო სივრცე, სადაც მიმდინარეობს სწავლება ინოვაციური სასწავლო პროგრამით. სასწავლო პროგრამის ავტორია პედაგოგ-ქორეოგრაფი და ცეკვის სპეც.პედაგოგი  ანა ღვინიაშვილი.  ,,ანისის“  სასწავლო პროგრამა  შემუშავდა და დანერგვა 2022 წელს შოთა რუსთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. სწავლა-სწავლების პროცესში შშმ მოსწავლეებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ინკლუზიური საცეკვაო სკოლა ,,ანისის“  განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და არის  სახელმწიფოს მხრიდან მდგრადი ფინანსური მხარდაჭერა, რათა მოხდეს სასწავლო პროგრამის აპრობაცია, გაუმჯობესება და  ფართო მასშტაბით დანერგვა,  როგორც ქ.თბილისში, აგრეთვე რეგიონებში.  სწორედ ამიტომ, 2023 წელს  განხორციელდა პროექტი: ,,ინკლუზიური საცეკვაო სკოლა ,,ანისის“ განვითარების პროგრამა. პროექტს ახორციელებს ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრი ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია:  შშმ ბავშვებისა და პირებისთვის  ცეკვის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და  მათი სოციალური ინტეგრაცია. გარდა ამისა, დარგის სპეციალისტებში, ფართო  საზოგადოებაში  ინკლუზიური ცეკვის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია.

პროექტი შედგება რამდენიმე ეტაპისგან. I ეტაპზე, 3 თვის მანძილზე განხორციელდა სასწავლო პროცესი და ბენეფიციარებს/მოსწავლეებს სასწავლო პროგრამის მიხედვით ჩაუტარდათ უფასო გაკვეთილები სამი მიმართულებით: 1. ინკლუზიური ცეკვა, 2. ქართული ცეკვა, 3. მუსიკათერაპიისა და ცეკვის სინთეზური აქტივობები. აღსანიშნავია, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად  ჩაერთნენ  საუნივერსიტეტო სწავლებაში და მონაწილეობა მიიღეს მაგისტრანტების  ინკლუზიური ცეკვის გაკვეთილის პრეზენტაციაში. რამაც ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა დამსწრე აუდიტორიის მხრიდან.

,,ანისის“ სასწავლო პროცესში, კვირაში ერთხელ,  დარგის სპეციალისტებისთვის ჩატარდა ასევე  ინკლუზიური ცეკვისა და მუსიკათერაპიის კოლაბორაციული  „ვორკშოპები„ სადაც მოწვეულნი იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე ქორეოგრაფები და მუსიკა თერაპევტები. მოხდა ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება და პროფესიული კომპეტენციის გაუმჯობესება.

საჯარო ღონისძიებას დაესწრებიან ბენეფიციარების ოჯახის ახლობლები თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და დარგის სპეციალისტები.  დასწრება თავისუფალია.

მის: დ.აღმაშენებლის გამზირი #40) 14 ივლისს,  დასაწყისი 6 საათზე. 

პროექტის ხელმძღვანელი ანა  ღვინიაშვილი:   593 15 00 08

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები