6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მარინე ცერცვაძის განცხადებით, პროკურატურის არგუმენტები მიიჩნია სარწმუნოდ და პატიმრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც სხდომაზე ბრალდების მხარე განმარტავდა, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე, რადგან მათ კავშირები აქვთ უცხო ქვეყანაში მცხოვრებლებთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ასევე მოწმეებზე წვდომა.
აღნიშნულს ადვოკატი არ დაეთანხმა. არჩილ დვალიშვილის განცხადებით, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000 – ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ბრალდებულებს, რომლებსაც აღიარებითი ჩვენება აქვთ მიცემული, პროცესზე სიტყვის თქმით არ უსარგებლიათ.
საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედება.
გამოძიების ცნობით, ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით, ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა, თუმცა, 27 წლის კაცის ნათესავებმა პოლიციას არ შეატყობინეს.
ამავე თემაზე: