LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15-20 თებერვალს სამხედრო წვრთნების გამო თბილისის საჰაერო სივრცე დაიკეტება

gcaa_for_fb

15-20 თებერვალს, თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, თბილისის საჰაერო სივრცე, სამოქალაქო ხომალდების ფრენებისთვის მცირე ხნით დაიკეტება. ინფორმაცია ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, 15-20 თებერვალს, თბილისის სამეთვალყურეო არე (TBILISI CTR) დახურულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ფრენებისთვის შემდეგ პერიოდებში: 15, 17 და 18 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 15:30-17:00 საათების პერიოდში; 16 და 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 13:00-14:30 საათების პერიოდში; 20 თებერვალს, ადგილობრივი დროით 10:00-11:30 და 14:30-16:00 საათების პერიოდში,“ – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

შეზღუდვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტარდება სტანდარტული წვრთნა ნაღმტყორცნების სროლაში. დღის გარკვეული მონაკვეთში ფრენებზე შეზღუდვებიც ამას დაუკავშირდება. უწყების ინფორმაციით წვრთნაში მონაწილეობას მე-4 მექანიზებული ბრიგადა მიიღებს.

 

https://www.facebook.com/GeorgianAviation/photos/a.416831735008054/2211869525504257/?type=3&__xts__%5B0%5D=68.ARBW0keookZDhJGqMaX-AHAJcwXSqelBc93UGNq_oDVCo98vwRfm_oj8DJ_4xaYJaxTC_bWAfjig9I5OosKlVc4b4DvQpn0kjY3sAl3OXow3AqENKoHJYoRK7vPgUGWwlBX9mAJgeqHUld_E5-BiNR05BWHrmn9kKSeYcRLhhJxfyYckV4MyMO8svHZTbsN1hMWrq6J49iX4-W32GSSklq-_eoF-D75nfkzN4Q2xWIE_xJOxPwE5MgbFQ4oCqeuEeNl-XDGpKjyBYKF8kpQwVQ2j1MU6QypvEnNu-6wY9U4qG3W9lOJgFRployH6ZLR6zv53Y2Wa6xKXo2klWKPi7QtpmA&__tn__=-R

mazda magti 5g