LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 მაისის აქცია ათიათასობით ადამიანისთვის იქნება შესაძლებლობა, თავისი პროტესტი და ბრაზი გამოხატოს: უგულავა

61
გიგი უგულავა

“15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ, რომ ეს იქნება ათიათასობით ადამიანისთვის შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი პროტესტი და ბრაზი.” – ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენელმა გიგი უგულავამ განაცხადა.

“გაიმართება არაერთი აქცია, ჩავალთ ყველგან!” – ოპოზიცია 15 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებს

უგულავა აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს და მას უწოდებს შესაძლებლობას –  შეიკრიბონ და შეცვალონ და შეიკრიბონ და გაუშვან:

“მთელი საქართველოს მასშტაბით ვაკვირდებით სხვადასხვა ინტენსივობით, სხვადასხვა თემაზე პროტესტს, იმედგაცრუებულ გაბრაზებულ ადამიანებს. ამას შედეგი არ აქვს იმიტომ, რომ მათ ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ სპეცრაზმის საშუალებით ელაპარაკება. იჭერენ აქტივისტებს, სახლში და თავის მიწა-წყალზე არ უშვებენ ადამიანებს. შეუძლებელია, ეს დიდხანს გაგრძელდეს.

ამიტომ მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ამომრჩევლებს. ადამიანებს, რომელთაც ბრაზი აქვთ იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელსაც ამდენი რესურსი აქვს, მიდის უკან, იმის ნაცვლად, რომ წავიდეს წინ.

ხელისუფლება მათ ისეთ ილუზორულ განცდას უქმნის, გეგონება, საქართველოში სიტუაცია ყვაოდეს. ჩვენ შევხვდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც პროტესტი აქვთ. სწორედ ასეთი ადამიანები დადიან აქციაზე. ჯერ ვემზადებით 15 მაისისთვის. ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს.

ამისთვის არის აუცილებელი, რომ შევიკრიბოთ და შევცვალოთ – შევიკრიბოთ და გავუშვათ. იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანასა და განვითარებას შორის არის ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ყველა მიმართულებით ჭრის განვითარების შესაძლებლობას. ეს იქნება მთავარი ლაიტმოტივი.” – თქვა უგულავამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციამ მასშტაბური აქციის შესახებ 20 მარტს განაცხადა.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა მაშინ თქვა, ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, გაიმართება არაერთი აქცია, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. ბოლოს კი 15 მაისს რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

მანამდე კი ოპოზიცია რეგიონებში გასვლას და ამომრჩეველთან შეხვედრას იწყებს.

10 აპრილიდან ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს: გიორგი ბოტკოველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g