LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

199
სკოლები

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით  15 თებერვლიდან ქვეყნის სამ დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში საქართველოს მასშტაბით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი.

8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g