LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის გოგოს სავარაუდოდ, იძულებით ათხოვებდნენ – დაკავებულია 2 პირი

436
დაკავება-1

15 წლის გოგოს, სავარაუდოდ, იძულებით გათხოვების მცდელობისთვის, მარნეულში ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული 15 წლის მოზარდის მამაა, რომელიც შვილზე ფიზიკურად ძალადობდა და სთხოვდა, მის მიერ შერჩეულ პირზე ექორწინა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდის ნიშნობის ორგანიზატორი მამიდა იყო, რის შემდეგაც სასიძომ გოგოს სკოლაში სიარული აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

magti 5g