მაია ასათიანის კოსმეტიკური ბრენდით BMG დაინტერესდა. ამის შესახებ მაია სოციალურ ქსელში წერს და ბედნიერების ემოციებს გვიზიარებს.
„16 წლის ვიყავი, როცა ჩემზე პირველი რეპორტაჟი გააკეთეს, როგორც ნიჭიერ ბავშვზე, რომელსაც ამ ასაკში გადაცემა პირდაპირ ეთერში მიჰყავდა. უბედნიერესი ვიყავი, ყველას ვუყვებოდი, ქუჩაში კი არ დავდიოდი, დავფრინავდი, წლები გავიდა და მივეჩვიე… რუტინის ნაწილი გახდა.
დღეს ის საოცარი განცდა, განმიმეორდა, ისევ დავფრინავ! ჩემი პატარა M110 BMG-იმ გადაიღო. ისევ 16-ის ვარ და ვგრძნობ რომ წინ დიდი თავგადასავალია“, – წერს მაია ასათიანი.