აშშ უკრაინას ტეროტორიების განაღმვისთვის 89 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თანხა მოხმარდება ჯგუფების წვრთნასა და აღჭურვას, რათა გააძლიეროს უკრაინის მთავრობის შესაძლებლობა, გაანადგუროს რუსი ოკუპანტების მიერ განთავსებული ფეთქებადი საბრძოლო მასალები.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა 89 მილიონი დოლარის დახმარება უკრაინაში 100 გუნდის აღჭურვაში და წვრთნაში სახმელეთო ნაღმების და აუფეთქებელი საბრძოლო მასალის ერთი წლის განმავლობაში გაწმენდისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც „როიტერსი“ იუწყება, ეს დაფინანსება აშშ-ის ყველაზე დიდი განაღმვის პროგრამაა უკრაინაში. ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის გამოწვევა 1960-იან და 70-იან წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ამერიკის ომის შემდეგ, ვიეტნამში, კამბოჯასა და ლაოსში აუფეთქებელი საბრძოლო მასალის განიარაღების მცდელობებს შეადარა.
„თუ გადავხედავთ არც თუ ისე შორეულ წარსულში არსებულ ზოგიერთ კონფლიქტს, მაგალითად, ვიეტნამის ომს, ჩვენ ჯერ კიდევ ვასუფთავებთ საბრძოლო მასალის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ომის დასრულებიდან 50 წლის შემდეგ. ეს შეიძლება იგივე იყოს“, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, პროგრამა კონტრაქტორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განხორციელდება. ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ფული, რომლის ნაწილი უკრაინასთან დაკავშირებული ბიუჯეტის მოთხოვნებიდან მიდის , დააფინანსებს არა მხოლოდ წვრთნას, არამედ საჭიროების შემთხვევაში სპეციალიზებულ ნაღმების აღმოჩენისა და მიწის გადაადგილების აღჭურვილობას.
უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, დახმარების თხოვნა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას ეხებოდა . „ჩვენი შეფასებით, 160 000 კვადრატული კილომეტრი უკრაინის მიწას სჭირდება განაღმვა, რაც დაახლოებით ვირჯინიის, მერილენდისა და კონექტიკუტის ზომისაა ერთად. ეს დახმარება დააჩქარებს უკრაინის აღდგენას“, – თქვა ანდრი იერმაკმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავარმა თანაშემწემ.