LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 48,8%-ია – ცესკო

48

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათისთვის #54 მაჟორიტარულ საარჩევნ ოლქში ამომრჩეველთა აქტიურობა 48,8 პროცენტია.

#54 საარჩევო ოლქი ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს. სულ 48 123 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული, მათგან 23 485 მოქალაქე არჩევნებზე უკვე მივიდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამ დროისთვის, დაწერილია სამი საჩივარი.

20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე, ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

სულ დარეგისტრირებული ექვსი კანდიდატი:

  1. გიორგი უგულავა – ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო;
  2. გიორგი ლილუაშვილი – საქართველო;
  3. ზურაბ ქართველიშვილი – ტრადიციონალისტები;
  4. გივი ჭიჭინაძე – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;
  5. მამუკა ტუსკაძე – ახალი ქრისტიან-დემოკრატები;
  6. ვასილ კოპალიანი – საინიციატივო ჯგუფი – სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები