LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 წლის ბიჭი, რომელმაც კორონავირუსის სტატისტიკის საიტი შექმნა, 8 მილიონ დოლარზე უარს ამბობს

2243
Capture

19 წლის ავი შიფმანი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, “კოვიდ 19”-ის  სტატისტიკის აღმრიცხველი საიტის ncov2019 შემქმნელია. თინეიჯერმა საიტი დეკემბრის ბოლოს CDC-ის და WHO-ს წყაროებზე დაყრდნობით შექმნა და გაუშვა. მაშინ ვირუსით, მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ 1000-მდე ადამიანი იყო ინფიცირებული.

 

 

მას შემდეგ დღემდე შიფმანი კორონავირუსის გავრცელების და სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად აახლებს. საიტს მთლიანობაში უკვე 700 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო ყოველდღიურად საშუალოდ 30 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

“მინდოდა ადამიანებს ჰქონოდათ შესაძლებლობა მარტივად მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. აღმოვაჩინე, რომ ამის გაკეთება არც ისე მარტივი იყო. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ამ საიტზე მუშაობას ვუთმობდი და ახლაც ასეა. ვფიქრობ, მივაღწია იმას, რაც მინდოდა და მაშინ, როდესაც ინტერნეტში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, შევქმენი სანდო და მარტივი საიტი, სადაც ერთი შეხედვით შეგიძლია გაიგო სად რამდენი ადამიანი დაინფიცირდა”, – ამბობს ავი ბლუმბერგთან საუბრისას.

მას შემდეგ, რაც საიტმა ასეთი პოპულარობა მოიპოვა, შიფმანს, თითქმის ყოველდღე, რეკლამის განთავსების შესახებ შეთავაზებები მისდიოდა. ერთი-ერთი შეთავაზება კი საკმაოდ სოლიდურ თანხას – 8 მილიონ დოლარს უკავშირდებოდა. ახალგარდა ბიჭმა ამ თანხაზე უარი თქვა. მისი თქმით, 17 წლის ასაკში ამხელა თანხა არ სჭირდება. ამასთან, რეკლამა საიტს ნაწილობრივ შეაფერხებდა და იმ ადამიანებს, რომელთაც სუსტი ინტერნეტი აქვთ, ინფორმაციის მიღება გაურთულდებოდათ.

რეკლამის განთავსების შემთხვევაში შიფმანი, პანდემიის დასრულების შემდგომ საიტის გაუქმებას ვერ შეძლებდა, მისი შენარჩუნება და შეცვლა მოუწევდა, რაც არ სურდა.

“მე მხოლოდ 17 წლის ვარ, ჩვეულბრივი თინეიჯერი და არ მინდა ამ ასაკში ამდენი ფული სპეკულაციით ვიშოვო”, – აცხადებს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g