LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 წლის მოზარდმა მსოფლიოს მარტომ შემოუფრინა და ახალი რეკორდი დაამყარა

41
Screenshot 2022-09-02 120627

17 წლის ბრიტანელ-ბელგიელი პილოტი მაკ რაზერფორდი არის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც მსოფლიოს მარტომ შემოუფრინა. BBC-ის ინფორმაციით, მაკი პატარა თვითმფრინავით გადაადგილდებოდა და 5 თვის განმავლობაში 52 ქვეყნის მოვლა მოასწრო. ის ე.წ. Shark-ით გადაადგილდებოდა, ხომალდით რომლის მაქსიმალური სიჩქარეც 300 კმ/სთ-ია.

ახალგაზრდამ, რომელსაც ორი ქვეყნის ბრიტანეთისა და ბელგიის მოქალაქეობა აქვს, თავისი მოგზაურობა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ახალგაზრდა ქალი ზარა, რომელმაც მსოფლიოს მარტომ შემოუფრინა, მაკის დაა.

რაც შეეხება გინესის წინა რეკორდსმენს ტრევის ლადლოუსს, მან მსოფლიო 18 წლის ასაკში მოიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები