LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 ივნისს ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-4 კონფერენცია გაიმართა

75
1

18 ივნისს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზებით, ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-4 კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია გახსნა პროექტის დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ. სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი დანელიამ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს უფროსმა ანა კეკელიამ.

ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მეოთხე კონფერენციაზე, სფეროს წამყვანმა პროფესიონალებმა, ბაზრის მიმწოდებლებმა და საველე ექსპერტებმა წარადგინეს თემატური პრეზენტაციები ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუტრიაში მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. 4 სადისკუსიო პანელზე, სახელმწიფოს და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, განიხილეს შემდეგი საკითხები: სტუმართმოყვარეობის ძველი და ახალი წესები; პასუხისმგებელიანი ტურიზმი და მისი მდგრადობა; საქართველო და მსოფლიო – ცნობიერების ამაღლება.

გარდა ამისა, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ორგანიზატორებმა, აუდიტორიას, პროექტის სიახლეები, ჟიურის ახალი შემადგენლობა და ახალი ნომინაციები გააცნეს.  კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა B2B შეხვედრები ინდუსტრიის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან; ასევე, ჩატარდა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის მე-5 საიუბილეო ცერემონიის დეტალური პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია არის უნიკალური პლატფორმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთათვის. კონფერენცია მიზნად ისახავს, ერთად შეკრიბოს შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მედია. ღონისძიება არის საუკეთესო გზა კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის გაცვლის,  ტურიზმისა და მასპინძლობის, ასევე ქართული ბიზნეს ინდუსტრიის სიახლეების გაზიარებისთვის.

ტურიზმის და მასპინძლობის მე-4 კონფერენციას 350-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ექსპერტი, ასევე მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტს მხარს უჭერენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის მერია და „საპარტნიორო ფონდი“, თანაორგანიზატორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „საქართველოს ბანკი“, პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი – „ბიდიო საქართველო“, გენერალური სპონსორი კი „ალიანს ჯგუფი ‘’.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები