LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა, აქციის მონაწილე არ იყო

1443
Capture

18 წლის გოგო, რომელმაც პარლამენტის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს თვალი დაკარგა, აქციის მონაწილე არ იყო. როგორც ახალგაზრდის და ამბობს, ის სახლში მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა. პარლამენტის შენობასთან კი მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ მეტროს ვერ ჩაუსწრეს.

თვალი გამოთხარეთ ჩემს დას, წყალი კი არა, სიკვდილი მინდა - აქციის მონაწილე (ვიდეო)

ვიდეო სწორედ მაშინ არის გადაღებული, როდესაც სპეცრაზმა აქციის მონაწილეების მისამართით რეზინის ტყვიები გამოიყენა.

საზოგადოების საპროტესტო მუხტი რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას, საკანონმდებლო ორგანოში მისვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას მოჰყვა.

მოსახლეობა ითხოვდა, რომ რუს დეპუტატს, გავრილოვს საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა და მის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებს პასუხისმგებლობა აეღო, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს.

აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობდა, სადაც დიდი ოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. ღამით კი სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მოგვიანების წყლის ჭავლით სცადეს მომიტინგეების დაშლა.

შეტაკებების დროს დაშავდა ათეულობით მოქალაქე, მათ შორის, სამართალდამცავებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g