დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებისა და რეგისტრირებულების შესახებ ახალ მონაცემს აქვეყნებს.
19 მარტის მონაცემებით, “ასტრაზენეკას” ვაქცინით უკვე აცრილია 3 642 სამედიცინო მუშაკი.
დღევანდელი მონაცემებით, სპეციალურ ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირებულია 5 185 ჯანდაცვის მუშაკი.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ, 17 მარტს გავრცელებული მონაცემებით, 165 მედმუშაკით მეტი იყო პორტალზე დარეგისტრირებული, კერძოდ, რეგისტრირებულთა რაოდენობა 5 350-ს შეადგენდა.
“ფორტუნა” ამ წუთებში ცდილობს შესაბამისი უწყების ოფიციალური პირებისგან მოიპოვოს დამატებითი დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ რას უკავშირდება შემცირებული მონაცემები.
ინფორმავიას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.