1985 წელს გამოშვებული Audi Sport Quattro აუქციონზე იყიდება და მისი ფასი 350 000 ევროა. ვაჭრობა 27 მაისს შედგება. მისი ორგანიზატორია აუქციონის სახლი RM Sotheby’s.
ამ მომენტისთვის, ავტომობილის გარბენი 90,5 ათასი კილომეტრია. ბოლო შვიდი წელი Audi Sport Quattro-მ უმოქმედოდ გაატარა. მოდელი ექსპლუატაციიდან ორი წლის შემდეგ მწარმოებლის ქარხანაში გადასაკეთებლად დააბრუნეს. საწარმოში ცილინდრების ალუმინის ბლოკი ფოლადით შეცვალეს, ამან კი ავტომობილის ფუნქციონალურობა გაზარდა. 2010 წელს ინჟინრებმა სატრანსპორტო საშუალების ძრავის სრულყოფა მოახდინეს, მანიპულაციის წყალობით, 2,1 ლიტრის მოცულობის ძრავისგან 343 ცხენის ძალა მიიღეს. კომპანიის სპეციალისტებმა Audi Sport Quattro-ს ტექნიკური დათვალიერება განახორციელეს და ყველა გაუმართაობა აღმოფხვრეს. აუდის სურს სპორტული ავტომობილისგან 300 000-ზე მეტი თანხა აიღოს.