მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბაზამ Numbeo საქონლის ხორცის ფასის რეიტინგი განაახლა.
მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, რომლებიც მარკეტებში ამჟამად არსებულ ფასებს ეფუძნება, 1 კგ საქონლის ხორცი მსოფლიოში ყველაზე ძვირი – 46.01 დოლარი შვეიცარიაში, ყველაზე იაფი კი – 4.56 დოლარი პაკისტანშია.
რეიტინგში მოხვედრილ 103 ქვეყანას შორის საქართველო 78-ე ადგილზეა. ჩვენს ქვეყანაში 1 კგ საქონლის ხორცი 9.76 დოლარი ღირს.
როგორც რეიტინგიდან ირკვევა, მეზობელ ქვეყნებს შორის საქონლის ხორცი ყველაზე იაფი სწორედ საქართველოშია, რადგან ის აზერბაიჯანში 10.32 დოლარი, სომხეთში – 12.01 დოლარი, თურქეთში კი 18.91 დოლარი ღირს.
