LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 000 Land Rover მოსკოვში სულ ტყუილად შეიკრიბა: რეკორდი ვერ დაამყარეს

77

Land Rover-ების აღლუმის ორგანიზატორებმა, რომლებმაც ავტომობილების შეკრება სულ რამდენიმე დღის წინ გამართეს, გინესის რეკორდების წიგნის მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლეს. რაც შეიძლება მეტი ავტომობილის ერთად გამოსვლა, რეკორდად არ დაფიქსირდა.

წესების თანახმად, კოლონის მონაწილეებმა 3,23 კილომეტრი უნდა გაიარონ ისე, რომ ავტომობილებს შორის დისტანცია ორ კორპუსს არ აჭარბებდეს. რეკორდის დამყარების მოსკოვურ მცდელობაში, რამდენიმე გარღვევა დაფიქსირდა, შესაბამისად, რეკორდიც ვერ დამყარდა.

ღონისძიება ბრიტანული მარკის 70 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. რუსეთის დედაქალაქში 2 152 Land Rover-ის მარკის ავტომობილის შეგროვება მოხერხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები