LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 465 დაინფიცირებული და 25 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

93
კორ 33

საქართველოში კორონავირუსის 2 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 12 840 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 138 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 910, „პისიარ“- ტესტით – 6 228.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 17,44%, ბოლო 14 დღის – 26,54%, ბოლო 7 დღის – 22,06%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 605 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 504 161 გამოჯანმრთელდა, 16 163 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია ოთხი, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 595 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 417 პირი.

ამასთან, 27 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 835 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 840 პაციენტი, გარდაიცვალა 41.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 465 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა,

აჭარა – 194,

იმერეთი – 376,

ქვემო ქართლი -116,

შიდა ქართლი – 111,

გურია – 89,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 143,

კახეთი – 97,

მცხეთა-მთიანეთი – 35,

სამცხე-ჯავახეთი – 45,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 85 122 საიდანაც, 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 163, აჭარაში – 429, იმერეთში – 777. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 046 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 107, იმერეთში – 287. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 32, იმერეთში – 25. 417 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 335 – თბილისში, 0 – აჭარაში. 80 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 4 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 4, ხოლო აჭარაში – 0.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g