LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 გოლიც და რონალდუ რეალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია

28

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდის ”რეალმა” შინ დონეცკის ”შახტარი”  4:0 გაანადგურა. ”სამეფო კლუბის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. რონალდუმ ორი გოლი პენალტით გაიტანა ერთი კი თავით. 30 წლის პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 80 გოლით. 80-იდან მას 11 პენალტი აქვს გატანილი, რაც აგრეთვე რეკორდული მაჩვენებელია.

მას შემდეგ, რაც რონალდუ მანჩესტერ ”იუნაიტედიდან” ”რეალში”გადავიდა ყველა ტურნირზე ერთად 304 მატჩი ჩაატარა და 321 გოლი გაიტანა. როგორც იცით ”სამეფო კლუბის” ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი რაულ გონსალესია, მის ანგარიშზე 323 გოლია, სულ ცოტაც და აღნიშნული რეკორდის მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ  გახდება.