2 მძღოლი „ჰონდას“ დაპარკინგებას მთელი 8 წუთის განმავლობაში ცდილობდა. პოპულარულმა Youtube-არხმა Gizzy 22uk. გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ბრიტანულ ფარნბოროშია გადაღებული და მასზე ორი უიღბლო მძღოლია აღბეჭდილი. ქალი და მამაკაცი Honda Civic-ის ჰეტჩბეკის სადგომზე დაყენებას რამდენიმე წუთი ცდილობდნენ და მაინც ვერ შეძლეს. ვიდეო პარკინგის სიახლოვეს დამონტაჟებული სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. როგორც კადრებში ჩანს, პირველი 5 წუთის განმავლობაში საჭესთან ქალი იჯდა, შემდეგ კი მას დახმარება მეორე ავტომობილის მძღოლმა შესთავაზა და საჭესთან უკვე მამაკაცი დაჯდა. თუმცა, დაპარკინგება ვერც მეორე მძღოლმა შეძლო, რის შემდეგაც ავტომობილის მფლობელმა ხელი ჩაიქნია, ტერიტორია დატოვა და ალბათ უკეთესი ადგილის საძებნელად წავიდა.