LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 აგვისტოს უნიკალურ იაგუარს აჩვენებენ

83

Classic Motor Cars-ის სალონი სულ მალე უნიკალურ იაგუარს წარმოადგენს. ავტომობილზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ის სრულიად გასაიდუმლოებული იყო. ერთადერთი რაც ცნობილია, არის ის, რომ სპეციალისტებმა 1954 წლის Jaguar XK120 SE, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ყავს, მთლიანად განაახლეს და პროექტზე 13 პროფესიონალი მუშაობდა.
ავტოსალონი განახლების პროცესის ამსახველ ფოტოებს შიგადაშიგ აქვეყნებდა ხოლმე, თუმცა როგორია საბოლოო შედეგი ამას საზოგადოება 20 აგვისტოს პებელ-ბიჩის ავტოშოუზე იხილავს. რაც შეეხება Jaguar-ის მოდელ XK120 Se-ს ის 3,4 ლიტრიანი ძრავით არის აღჭურვილი და მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ საათშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები