LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის მოვლენების ამნისტიის მსგავსად, იგივე უნდა გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით: ხვიჩია

62
იაგო ხვიჩია

“გირჩი” ახალ ინიციატივაზე საუბრობს – პარტიის წევრები ზუსტად იმავე სულისკვეთებით ამზადებენ კანონპროექტს 7 ნოემბრისა და 26 მაისის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორი კანონპროექტიც 20 ივნისთან დაკავშრებით “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტს ორშაბათს წარადგენენ და აღნიშნავს, რომ მისი მიზანი შერიგება იქნება:

“გირჩს” გვაქვს ინიციატივა და გვინდა ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ვთხოვოთ მხარდაჭერა. ჩვენ მოვამზადებთ კანონპროექტს და შევიტანთ ორშაბათს. გვინდა, რომ ისევე, როგორც ახლა ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ზუსტად იგივე სულისკვეთებას, რაც არის “ქართული ოცნების” ამნისტიის კანონპოექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავსს მოვამზადებთ ამ ორივე თარიღთან დაკავშირებით და ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში.

შერიგებისთვის აუცილებელია უფრო შორს წავიდეთ და მოვაწესრიგოთ ასეთივე სულისკვეთებით ის თარიღებიც, რომელიც ასევე გვაწუხებს და არ გვაძლევს მოსვენებას. ეს უნდა დავამთავროთ ყველა ასეთ თარიღთან დაკავშირებით, რაც, რეალურად, ამ ქვეყნისთვის პრობლემაა.” – თქვა ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g