LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წელი სცენაზე – 3 ნოემბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ,,თეატრალურის კვარტეტის“ სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება

355
BeFunky-collage (1)

3 ნოემბერს, საქართველოს კულტურის პალატის გადაწყვეტილებით, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ „თეატრალურის კვარტეტის“ სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას „თეატრალურის კვარტეტი“ ავრცელებს.

ასევე კვარტეტი აღნიშნავს, რომ 3 ნოემბერსვე, ვარსკვლავის გახსნამდე, ,,თეატრალურის კვარტეტის” 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტიც გაიმართება.

„ახლოვდება ჩვენი შემოქმედებითი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღე!

2023 წლის 3 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ,,თეატრალურის კვარტეტის“ 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, ხოლო ღონისძიების  დასასრულს საქართველოს კულტურის პალატის გადაწყვეტილებით თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება ,,თეატრალურის კვარტეტის” სახელობითი ვარსკვლავი! ✨

ვაჯამებთ განვლილ გზას და ნათლად ვხედავთ,  რომ კვარტეტის შექმნიდან 20 წლის მანძილზე არ მოგვკლებია ჩვენი ძვირფასი მსმენელის სიყვარული  – ალბათ, სწორედ ეს სიყვარული იყო უმთავრესი მოტივატორი იმისა, რომ ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვმდგარიყავით, ყველა სირთულე გადაგველახა და ერთგულად მივყოლოდით ქართული სიმღერის შესანიშნავ ტრადიციებს!

ჩვენი მრავალრიცხოვანი მსმენელის მუდმივი მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ორი ათწლეულის განმავლობაში შემოქმედებითი ცხოვრების  ცენტრში ყოფნა  და გვჯერა, რომ კიდევ არაერთ ათწლეულს გავივლით ერთად!

ეს დღეც, ყველაზე მეტად გეძღვნებათ თქვენ- ჩვენს ძვირფას მსმენელს!

საიუბილეო კონცერტი მრავალფეროვანი საკონცერტო მიმართულებით ჩატარდება: მუსიკალური ნომრები წარმოდგენილი იქნება ჩვენს მიერ განახლებული ვერსიებით კინოს, თეატრისა და ყველასათვის საყვარელი  კომპოზიტორების რეპერტუარიდან.

დიდი პატივია, რომ მუსიკალურ ნომრებს საორკესტრო თანხლებას გაუწევს ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და ბენდი, მაესტრო #ნიკანიკვაშვილის ხელმძღვანელობით!

კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი #ქეთიგაბისიანი დამდგმელი რეჟისორი  #ბაკურბაკურაძე წამყვანი #ნიკოლოზწულუკიძე

გელით სიყვარულით!

,,თეატრალურის კვარტეტი”

20 წელი სცენაზე!

ვარსკვლავის გახსნა!

?ბილეთები იყიდება tkt.ge

http://tkt.ge/TeatralurisKvarteti

დიდი მადლობა ??

თბილისის მერია / Tbilisi City Hall

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

Georgian Chamber of Culture – საქართველოს კულტურის პალატა

დეკა დეველოპმენტი • Deka Development

Halyk Bank Georgia • ხალიკ ბანკი საქართველო

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია • Georgian Distributors Business Association

Sarajishvili Caparol Rustavi 2 • რუსთავი 2 რადიო-ჰოლდინგი ფორტუნა რადიო ”არ დაიდარდო”/ Radio “Ar Daidardo” – აღნიშნულია „თეატრალურის კვარტეტის“ მიმართვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები