LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„20 წლის მირიან კუკავას მკვლელებს განაჩანი გამოუტანეს.. საშინლად ვწუხვარ, ეს ვარსკვლავი რომ ჩააქრეს.. ყვავილების ხატვა განსაკუთრებით უყვარდა“ – ნინო ახობაძე

214
ფორტუნა - 2023-03-28T105447.874

ფოტოგრაფი ნინო ახობაძე ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას ბრალდებულისთვის თავისუფლების 14 წლის აღკვეთის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ამ ამბის ტრაგედია, „სამწუხაროდ, აქ არ დასრულებულა“.

ცხვარიჭამიაში, 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„დღეს 20 წლის მირიან კუკავას მკვლელებს განაჩანი გამოუტანეს.

მირიანი ნათელი ადამიანი იყო, სიკეთის განსახიერება, სიყვარულით სავსე, შემოქმედებითი და უნიჭიერესი მხატვარი. მოკლედ განსაკუთრებული ბიჭი. მისი სიკვდილი არა მხოლოდ მის ოჯახს, მეგობრებს და ნაცნობებს, არამედ ქვეყანასაც დააკლდა.
მის მკვლელებს მიუსაჯეს, 14, 2 და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც არაფერია…).

მირიანს ვერავინ გაგვიცოცხლებს, მაგრამ ამ ამბის ტრაგედია სამწუხაროდ აქ არ დასრულებულა.

მისი ადვოკატების და მშობლების წყალობით მკვლელებს, რომლებმაც 41 ჭრილობის მიყენებით, ცივსისხლიანად მოკლეს უდანაშაულო ადამიანი (მირიანს ხელიც არ მოუქნევია, პირიქით აწყნარებდა მათ), საერთოდ გაუქრეს სინანულის გრძნობა და სიცოცხლის მოსწრაფვაზე პასუხისმგებლობა არ გაააზრებინეს ამხელა კაცებს. მკვლელებს თავი უდანაშაულო და პირიქით, გარემოების მსხვერპლი ჰგონიათ. საერთოდ ვერ ხვდებიან რა ჩაიდინეს. სინანულზე არც ვსაუბრობ. შედეგად მივიღებთ ციხიდან გამოსულ სოციუმისთვის მეტად ბოროტ და საშიშ არსებებს.

ეს დანაშაულია მომავალი თაობის წინაშე. ეს დანაშაულია მკვლელების მიმართაც კი!!! ეს მკვლელების სულის საბოლოო გახრწნაა.
ჩემი პატივისცემა მირიანის ოჯახს, რომელსაც პირველი დღიდან სამაგალითოდ ეჭირა თავი.

ასევე, მადლობა ორ მოწმე გოგოს, რომლებიც არ შეუშინდნენ მრავალმხრივ დაშინებას და მიუხედავად ყველაფრისა პირველებმა თქვეს სიმართლე. მათი დედაც იქვე იყო და ამხნევებდა მათ. სულ , 6-მა ქალმა და ერთმა ბიჭმა თქვა სიმართლე , აქედან არც ერთი იყო მირიანის ახლო მეგობარი. მირიანის უახლოესმა ძმაკაცმა კი, სხვა გზა აირჩია…

საშინლად ვწუხვარ ეს ვარსკვლავი რომ ჩააქრეს ❤ ?

P.S. ყვავილების ხატვა განსაკუთრებით უყვარდა.“, – წერს ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში.

 

დღეს 20 წლის მირიან კუკავას მკვლელებს განაჩანი გამოუტანეს.
მირიანი ნათელი ადამიანი იყო, სიკეთის განსახიერება,…

Posted by Nino Akhobadze on ორშაბათი, 27 მარტი, 2023

 

შეგახსენებთ, 2022 წლის 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა მირიან კუკავას, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g