LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის შემდეგ – მაილი საირუსის საიმიჯო ფოტოები ჰანა მონტანას როლში

152
photo-collage.png (4)

ქსელში საკულტო თინეიჯერული სერიალის – Hannah Montana 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური გადაცემიდან სატელევიზიო შოუს მთავარი გმირის როლში, მაილი საირუსის საიმიჯო ფოტოები გავრცელდა.

გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ მომღერალი თავის ცნობილ იმიჯს კვლავ მოირგებს. ის პლატინისფერი ქერა პარიკითაც გამოჩნდება, რაც მისი პერსონაჟის მთავარი სიმბოლოა.

Disney+-ის ექსკლუზიურ პროექტს – Hannah Montana 20th Anniversary Special, მაყურებელი 24 მარტს იხილავს. გადაცემა რეტროსპექტული შოუ იქნება, რომელიც სერიალის გავლენასა და კულისებს მიღმა არსებულ ისტორიებს განიხილავს.

შოუს პრემიერის თარიღი სიმბოლურია, რადგან 24 მარტს 20 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც Disney Channel-ზე სერიალის პირველი ეპიზოდი გავიდა.

მაილი საირუსი „ჰანა მონტანას” 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სპეციალური შოუს თიზერში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები