LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2000 წელს, მაღლივის ლიფტში ჩემთან ერთად ბიჭი შემოვიდა და სხვანაირად დაიწყო ლოცვა – გიორგი კეკელიძე 21 წლის წინ მომხდარ ამბავს იხსენებს

209
გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს და მის აზერბაიჯანელ მეგობარზე წერს, რომელმაც ქართული ბევრ ქართველზე კარგად იცის და ბევრ ქართველზე მეტი პატრიოტია.

„2000 წელს, მაღლივის ლიფტში ჩემთან ერთად ბიჭი შემოვიდა და ლოცვა დაიწყო.  წინასაგამოცდო ღელვის დასაძლევად, მეც მედო გულისჯიბეში ფსალმუნები – ოთხმოცდამეათე და ორმოცდამეათე – დედაჩემისგან ფურცელზე გადაწერილი და საგანგებოდ გამოტანებული.

მაგრამ ეს ბიჭი სხვანაირად ლოცულობდა. კაცმა რომ თქვას, მანამდე სხვა რჯულის კაცის ლოცვა არც მენახა – თუ წაკითხულს ან სადმე ეკრანზე თვალმოკრულს არ ჩავთვლით.

მეც ჩავაბარე და მანაც.

კურსელები გავხდით. ოქტაი ქაზუმოვი დღეს ჩემი მეგობარია. მასზე უკეთესი ქართულის მცოდნე ძნელად მეგულება, არც მასზე მეტი საქართველოს პატრიოტი ვიცი ვინმე.  მერე არაერთი ჩვენებური აზერბაიჯანელი გავიცანი – ზოგთან ვმეგობრობ, ზოგთან კარგი სალამი მეთქმის. 20-21 მარტს ჩვენი თანამოქალაქეები ნოვრუზ ბაირამს ზეიმობენ, გაზაფხულის ბუნიობის დღეს. ვულოცავ!“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.

დღეს, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული საქარველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები