LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2008 წლის აგვისტოს ომი გმირობის დიდი მაგალითი და ყველაზე სახელოვანი ისტორიაა – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

149
misha

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აგვისტოს ომის 11 წლისთავს სოციალური ქსელით ეხმაურება. ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2008 წელს პუტინმა ვერ შეძლო საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა და ქართველი ერის წელში გატეხვა.

ჩემთვის, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია, მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე. ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც შეიკრა ერთ მუშტად, დადგა ყველა ერთად რუსთაველზე, გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მასშტაბით, არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და დაიცვა თავის ქვეყანა. ეს არის ნამდვილი გმირობა“- ამბობს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, 2008 წელს პუტინმა ვერც ერთი მისი სტრატეგიული ამოცანა ვერ გადაწყვიტა.

მათ ვერ შეძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და მათ ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაინც გადარჩა ჩვენი გმირების წარმოდგენელი ძალისხმევით და ჩვენი ხალხის ერთიანობით და განსაკუთრებული გამბედაობით“- აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში ხაზს უსვამს, რომ ის , რაც 2008 წელს მოახერხეს, პოლიტიკოსებმა 2012 წელს ვეღარ შეძლეს და პუტინმა მოიყვანა ივანიშვილი.

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა საქართველოში, ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ივანიშვილი და მისი დამქაში წულუკიანი, უკვე რამდენიმე წელიწადია ლობირებენ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო. აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო…

ჩვენთვის საბოლოო გამარჯვება, რა თქმა უნდა, იქნება საქართველოს გამთლიანება. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე, რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს ყოველი გოჯი ქართული მიწის. ჩემი და ბევრი ჩვენგანის გულია ჩადებული თითოეულ ქართულ სოფელში შიდა ქართლში, რომელიც გაანადგურეს ოკუპანტებმა.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ამისათვის ჯერ საჭიროა ამ შიდა, მეხუთე კოლონის ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებისგან და ის, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ 2012 წელს პოლიტიკოსებმა, ახლა ამას ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები.

მე მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე გარისკა 20 ივნისს, დაკარგა მხედველობა, დაკარგა ჯანმრთელობა, ვინც დაკარგა თავისუფლება და ახლა იმყოფება ციხეებში, მაგრამ არ დაიხია უკან

შინდისის გმირების სისხლი, ანწუხელიძის სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაღვრილა. ჩვენ ვიქნებით ისევ, ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ევრაზიაში. დიდება საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“- ამბობს სააკაშვილი ტავის ვიდეომიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები