LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით, ქართველ მოსახლეობაზე უკეთ არავის ესმის უკრაინის მოსახლეობის მდგომარეობა: ჰარცელი

89
კარლ ჰარცელი

უკრაინაში რუსული სამხედრო მოქმედებების დაწყებას ეხმიანება საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რომელიც საქართველოში უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე მივიდა.

ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის სამხედრო აგრესიას გმობს. მისივე თმით, დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა შემდგომი ზომების მიღებაზე იმსჯელონ:

“ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები, აქტიური ზომები ამ პროცესის წინა ნაწილის საპასუხოდ. დღეს საღამოს, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა შეაფასონ სიტუაცია და გადაწყვიტონ შემდგომი ზომები.

ვფიქრობ, რომ ქართველ მოსახლეობაზე უკეთ არავის ესმის უკრაინის მოსახლეობის მდგომარეობა, 2008 წლის მოვლენების გათვალისწინებით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას”, – თქვა ჰარცელმა.

“21-ე საუკუნეში, საზღვრების შესაცვლელად ძალის გამოყენების ადგილი არ არის” – დღეს ევროპის საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართება

სანქციებსა და მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებებზე ყველაფერს წაიკითხავთ აქ:

ჩვენი ყველაზე საშინელი შიშები ახდა და ჩვენი ყველა გაფრთხილება ტრაგიკულად ზუსტი აღმოჩნდა: ჯონსონი

მაკრონი: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იქნება იმ აგრესიის თანაზომიერი, რომელშიც ის არის დამნაშავე

სტოლტერბერგი: ნატომ გადაწყვიტა, დაიწყოს სამხედრო გეგმის განხორციელება – ეს არის ჩვენი თავდაცვა

ბორელი: ყველაზე მკაცრ და მძიმე სანქციებს მივიღებთ, რომელიც აქამდე მიღებულა

magti 5g