LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2015 წლის ყველაზე სექსუალური ათეულის რეიტინგს ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი ლიდერობს

29

2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო და სექსუალური გოგონების გამოსავლენათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს 20–დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცებმა და ქალბატონებმა. ძველი კარგად ნაცნობი სექს–სიმბოლოების გარდა წელს გამოკითხვის შედეგად ახალი სახეებიც გამოვლინდნენ. მაშ ასე: გთავაზობთ 2015 წლის ყველაზე სექსუალური გოგონების ათეულს.

 

კარა დელევინი

მეათე ადგილზე, ლონდონში დაბადებული, წარმატებული მოდელი კარა დელევინი მოხვდა. მას არა ერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, 2009 წელს მან ხელი მოაწერა სამოდელო კონტრაქტს, 2012 წელს კი მიიღო მონაწილეობა Burberry’s Spring and Summer Campaign ჩვენებაში. ის რამდენმეჯერმე გახდა ისეთი ცნობილი ბრენდების სარეკლამო სახე, როგორიცაა H&M, Chanel, Dsquared და სხვა. 2013 წელს მან მონაწილეობა მიიღო Victoria Secret-ის პროექტებში. გარდა ამისა, 2012 წელს მან ითამაშა ეპიზოდური როლი, ლევ ტოლსტოის „ანა კარენინას“ ეკრანიზაციის რიმეიქში.

 

 

მილა კუნისი

1982 წელს დაბადებული მილა წლევანდელ წელს მეცხრე ადგილზე მოხვდა. მსახიობი, უკვე მერამდენე წელია არ თმობს პოზიციებს მსოფლიოს ყველაზე სექსუალური გოგონების სიაში. მილა ძალიან ბევრი კონკურსის გამარჯვებულია, მიღებული აქვს უამრავი პრიზი. თუმცა, როგორც თავად აცხადებს, ყველაზე მეტად ახარებს ის ფაქტი, რომ მუდამ ხვდება მსოფლიოს საუკეთესო და სექსუალური გოგონების სიაში.

 

 

ჯესიკა ალბა

წლევანდელ წელს 1981 წელს დაბადებული ცნობილი მოდელი, მერვე პოზიციას დასჯერდა. მისი სამოდელო კარიერა 13 წლიდან იწყება და დღეს ის უკვე ბიზნესვუმანად ევლინება სამყაროს. მას აქვს თავისი პარფიუმერული ხაზი. ჯესიკას მიერ შესრულებული როლები კი მაყურებელმა ფრიად შეიყვარა.

 

 

ალესანდრა ამბროსიო

წლევანდელ სიაში მეშვიდე ადგილზე, ცნობილი მოდელი, ალესანდრა ამბროსიო გავიდა. 1981 წელს დაბადებული ბრაზილიელი ლამაზმანი, სამოდელო საქმიანობაში 12 წლიდან არის ჩართული. მიღებული აქვს მონაწილეობა ძალიან ბევრი ცნობილი თუ არაცნობილი ბრენდების ჩვენებაზე. 2012 წელს ის ჟურნალ „ფორბსის“ გამოკითხვის მიხედვით, მეექვსე ადგილზე მოხვდა ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის. მისი ყოველწლიური შემოსავალი, 6.6$ მილიონს შეადგენს.

 

 

ზოი დიშენელი

მეექვე ადგილის მფლობელი, ამჯერად ფრანგი, 1980 წელს დაბადებული მოდელი, მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი ზოი დიშენელია. ის პოპულარული გახდა მისი სადებიუტო როლით ფილმში “თითქმის პოპულარული“, რომელიც 1999 წელს გადაიღეს. ამის შემდეგ მან ძალიან ბევრ ფილმში მიიღო მონაწილეობა, გარდა ამისა, ის მონაწილეობდა სერიალებში, აქტიურად იყო ჩართული შოუბიზნესში და დღემდე მოღვაწეობს როგორც კომპოზიტორი.

 

 

ჯენიფერ ლოურენსი

მეხუთე ადგილზე გასული ჯენიფერ ლოურენსი, ჯერ მხოლოდ 25 წლის გახლავთ და უკვე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. გარდა მცირე სამოდელო საქმიანობისა, იგი მსახიობობით არის გატაცებული და პოპულარული სწორედ ამ განხრით გახდა. მისი დებიუტი „შიმშილის თამაშებში“ შედგა და დღითიდღე იზრდება მისი პოპულარობა, იგი ნომინირებული იყო “Academy Award In The Best Actress“ კატეგორიაზეც.

 

 

ირინა შეიკი

რუსი მოდელი ირინა შეიკი, წელს მეოთხე ადგილოსნად გვევლინება. მისი პოპულარობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მისი რომანები ცნობილ ადამიანებთან, ძალიან ეხმარება მას პოპულარულობის შენარჩუნებაში. მას ძალიან ბევრი ჯილდო აქვს მიღებული, მუშაობდა ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან და მონაწილეობდა მათ მიერ ჩატარებულ ჩვენებებში.

 

 

ქეით ფერი

1984 წელს დაბადებული მომღერალი, ქეთრინ ელიზაბეთ ფერი, ამერიკული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კაშკაშა ვარკსვლავია. მისი კარიერა, 2001 წლიდან იღებს სათავეს. სწორედ ამ წელს გამოუშვა მან თავის რიგით პირველი, სადებიუტო ალბომი. ამის შემდეგ მომღერლის პოპულარობამ პიკს მიაღწია. განსაკუთრებული ინტერესი კი პოპულარული სინგლით “I Kissed a Girl“ მოიპოვა. იგი ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს „US Billboard”-ის ცხელ ასეულში. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და მრავალი ნომინაციის გამარჯვებულია.

 

 

სკარლეტ იოჰანსონი

ამერიკელი ლამაზმანი, წლევანდელ წელს მეორე ადგილს დასჯერდა. მოდელი და მსახიობი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, გამარჯვებულია უამრავ ნომინაციაში, შესრულებული აქვს როლები ისეთ ფილმებში როგორიცაა „რკინის კაცი 2“, „შურისმაძიებლები“ და სხვა მრავალი. 2012 წელს მან საკუთარი სახელობის ვარსკვლავიც გახსნა „Hollywood Walk of  Fame” -ზე.

 

 

ქენდის სვეინპოლი

სამხრეთ აფრიკელი, ლურჯთვალა ლამაზმანი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია. სამოდელო კარიერა მან 15 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ის „Victoria’s Secret“–ის ანგელოზია. მიღებული აქვს მონაწილეობა უამრავ სარეკლამო რგოლში, არაერთხელ მოხვედრილა ცნობილი ჟურნალების გარეკანზე, მიღებული აქვს მონაწილეობა უამრავ ჩვენებაში და მისი წლიური შემოსავალი 10 მილიონ დოლარს შეადგენს. როგორც თავად მოდელი ხუმრობით აცხადებს ხოლმე, მისი პოპულარობა, მკერდის დამსახურებაა… თუმცა, ფაქტია, რომ წლევანდელ წელს, მსოფლიოს სექსუალური ქალბატონების ათეულში, პირველ ადგილს იკავებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები