საქართველოში მართვის მოწმობიანი მოქალაქეების რიცხვი სულ უფრო იმატებს. როგორც „ავტორადიოს“ შსს-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, 2016 წელს მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა ავტომატურ გადაცემათა კოლოფის ავტომობილზე ჩააბარა 3 399 მოქალაქემ, მექანიკურზე – 20 847-მა. შსს-ს მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მართვის მოწმობა გაიცა 9 509 ქალსა და 25 038 მამაკაცზე.
რაც შეეხება ავტომანქანების განბაჟებას, 2016 წელს სულ განბაჟდა 33 668 ავტომობილი, აქედან მარჯვენასაჭიანი – 11 926, ხოლო მარცხენასაჭიანი – 21 307.