LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წლის ჰოროსკოპი მამაკაცებისთვის

171

ახალ წლის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება და მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცების უმეტესობას ჰოროსკოპის არ სჯერა, იმის გაგება რა ელოდებათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს 2016 წელს მაინც საინტერესოა… ამიტომ, გთავაზობთ 2016 წლის ჰოროსკოპს მხოლოდ მამაკაცებისთვის.

 

ვერძი

არც ისე სასიამოვნო 2015 წლის შემდეგ, 2016 წელს ძალიან ბევრ პრობლებას დააღწევთ თავს. თებერვალსა და მარტში განვითარებული მოვლენები, გადამწყვეტი იქნება თქვენი კარიერისთვისა და ფინანსური სიძლიერისთვის. ახალი წლიდან ვერძი დამოკიდებული იქნება მის პარტნიორზე, მთავარია პარტნიორი კვალდაკვალ მისდევდეს მამაკაცი ვერძის თითოეულ ნაბიჯს. სხვა დანარჩენი მისთვის უმნიშვნელოა.

 

კურო

მძიმე 2015 წლის შემდეგ, კუროები შვებით ამოისუნთქებენ. ახალი წელი ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებს მეტ თავდაჯერებულობას შემატებს, რაც საშემოდგომოდ შედეგსაც გამოიღებს, თუმცა, არის შანსი, რომ მაიმუნის გავლენის ქვეშ მოექცნენ და ყველაფერი საპირისპიროდ შემოტრიალდეს. ამიტომ, ვარსკვლავები კუროებს დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმისგან თავის შეკავებას ითხოვენ.

 

ტყუპები

2016 წელი საკმაოდ ლოიალური იქნება ტყუპების მიმართ, მთავარია იღბლიან ვარკსვლავს მიენდოთ. განსაკუთრებით იმ მამაკაცებს გაუმართლებთ, რომლებიც 2015 წლის განმავლობაში საკუთარი ინტელექტის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობდნენ და არ ერეოდნენ სხვის საქმეში. საერთო ჯამში, მაიმუნის წელიწადი საკმაოდ მშვიდი იქნება ტყუპი მამაკაცებისთვის.

 

კირჩხიბი

2016 წელს ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები თავს ბედნიერად იგრძნობენ. თუმცა, შეგრძნება ერთია მაგრამ რეალობა მეორე. ყველაზე მძიმე ივნისის თვე იქნება კირჩხებისთვის, მაგრამ სპონტანური იდეები მძიმე სიტუაციებიდან თავის დაძვრენაში დაგეხმარებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში 2016 წელი კირჩხიბისთვის საკმაოდ წარატებულიც შეიძლება გამოდგეს.

 

ლომი

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები 2016 წლიდან ენერგიებით აივსებიან. ახალი წლიდან აუცილებლად დაიწყეთ პრობლემების მოგვარება როგორც კარიერაში, აგრეთვე პირად ურთიერთობებში. მაიმუნის წელიწადში ლომი კვლავ კუთვნილ ადგილს დაიკავებს და მისი მონადირული თვისებები დიდ სამსახურს გაუწევს პრობლემების მოგვარებაში.

 

ქალწული

ქალწულებისთვის 2016 წელი საკმაოდ თავზეხელაღებული და აქტიური იქნება.  თევზებთან, მერწყულებთან და მორიელებთან ურთიერთობა ქალწულებისთვის წარმატებული წლის წინაპირობა იქნება, თუმცა, აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოთ და ნებისმიერი ნაბიჯი წინასწარ განსაზღვროთ. კარგი იქნება თუ 2016 წელს ახალი ინფორმაციის მიღებით დაინტერესდებით.

 

სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთსვის მაიმუნის წელიწადი დაბალანსებული იქნება. ის რაც 2015 წელს გაგიუმჯობესდათ, აუცილებლად შენარჩუნდება, თუმცა, უყურადღებობის შემთვევაში ყველაფერი საპირისპიროდ შემოტრიალდება. სასწორი მამაკაცებისთვის მერწყულთან ურთიერთობა დადებითად აისახება კარიერასა და ფინანსურ წარმატებაზე. გარდა ამისა, მაიმუნის წელიწადი სასწორებისთვის სასიყვარულო ურთიერთობებისთვის საუკეთესო პერიოდია. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ საზაფხულო არდადეგების შემდეგ მეგობრებს დაოჯახებულიც დაუბრუნდეთ.

 

მორიელი

2016 წელს მორიელებმა ჰარმონიული გარემოს შექმნისთვის უნდა იბრძოლონ, თუმცა, დიდი ყურადღების გამოჩენა მართებთ რიცხვების 4-და 7-ის მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან ხელი შეუშალონ მორიელს. უყურადღებობის შემთხვევაში მათთვის 2016 წელი შეიძლება წარუმატებლადაც დასრულდეს. კარგი იქნება, თუ ცხოვრებას ვერძებს დაუკავშირებთ, მათთან ურთიერთობა ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება.

 

მშვილდოსანი

მაიმუნის წელიწადში მშვილდოსანი მამაკაცების აქტიურობა პიკს მიაღწევს. მათი წარმატების საიდუმლო გარშემომყოფ ადამიანებშია, რომელსაც ის ფაქტიურად შეუცდომლად არჩევს. თუმცა, 2016 წელს მშვილდოსნებისთვის არასასურველი ურთიერთობებიც მოიმატებს, რაც არც თუ ისე სასიამოვნო იქნება. რაც შეეხება შემოსავლებსა და კარიერას, ამ მხრივ მშვილდოსნებს საკმაოდ სტაბილური წელი ელით.

 

თხის რქა

თხის რქებს მაიმუნის წელიწადი მოდუნების საშუალებას არ აძლევს. მათი შრომისუნარიანობა და დინჯი ნაბიჯები, კვლავაც წარმატების მომტანი იქნება. მოიმატებს კარიერული მიღწევების ალბათობა და სავარაუდოა, რომ დაწინაურებასაც მიაღწიოთ. პრაქტიკული და ბეჯითი თხის რქებისთვის 2016 წელი საკმაოდ შემოსავლიანი იქნება. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი წლის ღამე ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის მთელი წლის განმსაზღვრელი იქნება, ამიტომ ეცადეთ იყოთ პოზიტიურები და მაქსიმალურად ასიამოვნეთ მაიმუნი.

 

მერწყული

წლის დასაწყისში სასიამოვნო ინფორმაციებს მიიღებთ და მთელი წელი დადებითად გაგრძელდება, თუმცა მოგიწევთ გადალახოთ მცირეოდენი დაბრკოლებებიც, შესაბსისა მოდუნების საშუალება ნაკლებად გექნებათ. მაიმუნის წელიწადში წამოწყებული საქმიანობა წლების განმავლობაში შემოსავლიანი და ფინანსურად მომგებიანი იქნება. კარგი იქნება თუ პარტნიორის შერჩევისას თხის რქაზე შეაჩერებთ არჩევანს. თხის რქების შრომისუნარიანობა თქვენზე კარგ გავლენას მოახდენს.

 

თევზები

თევზებისთვის მაიმუნის წელიწადი კარიერული წინსვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. 2016 წელი თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის პროგრესირების და ნიჭის გამოვლენის წელი იქნება. თევზები განსაკუთრებით აპრილიდან-სექტემბრამდე გააქტიურდებიან, რაც სამომავლოდ დიდ შემოსავალს მოიტანს. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან 2016 წლისთვის მოიმატებს სხეულის დაზიანებისა და ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობა, თუმცა უმნიშვნელოდ. საერთო ჯამში, თევზებისთვის საკმაოდ პოზიტიური და შრომისუნარიანი პერიოდი დგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები