2016 წელი ავტომოყვარულებისთვის განსაკუთრებული წელია. ავტომწარმოებლები წელს ძველი ავტომობილების განახლებულ ვერსიებსა და უახლესი მოდელების პრემიერებს გეგმავენ. შესაბამისად საინტერესოა, თუ რომელ ავტომობილს ელოდებიან ყველაზე მეტად მომხმარებლები?
ამ თემაზე გამოკითხვა ბრიტანულმა ჟურნალმა What Car?-მა ჩაატარა. გამოკითხული მომხმარებლებისგან ირკვევა, რომ ისინი ყველაზე მეტად Acura NSX-ს ელოდებიან, რომელიც Honda-ს ბრენდის ქვეშ იქნება წარმოდგენილი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ NSX-ის კაპოტქვეშ მოთავსებულია 3.5 ლიტრიანი ძრავი, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალა იქნება. მაქსიმალური სიჩქარე კი – 307კმ/სთ. საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილი ჰიბრიდი იქნება და დამატებით ორ ძრავს მიიღებს წინა შასზე, ხოლო ერთ ძრავს უკანა შასზე. სპეციალურად ამ მოდელისთვის კი ორკონუსიანი გადაცემათა კოლოფი იქნა დამზადებული.
ახალი NSX გაყიდვაში სამი ძირითადი ფერით იქნება წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ Honda (Acura) NSX 2016 წლის შემოდგომაზე გახდება ხელმისაწვდომი.