LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელს დანიაში თავშესაფარი საქართველოს 396-მა მოქალაქემ მოითხოვა

001-2

2018 წელს დანიაში თავშესაფარი საქართველოს 396-მა მოქალაქემ მოითხოვა. დანიის ემიგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველოს მოქალაქეები მესამე ადგილზე არიან. მეორე ადგილზე სირიაა (598 თავშესაფრის მაძიებელი), ხოლო პირველზე ერითრეა (659 თავშესაფრის მაძიებელი).

როგორც სამინისტროში განმარტეს, საქართველოს შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რიცხვი 2018 წელს, 2017 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანად გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა.

გაიზარდა ასევე, საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა მხრიდან ჩადენილი კანონდარღვევების რაოდენობაც. კერძოდ, 2017 წელს ბრალი საქართველოს 43 მოქალაქეს წარუდგინეს, ხოლო 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 27 ნოემბრის პერიოდში – 282-ს.

დანიის მთავრობაში განმარტავენ, რომ შარშან ნოემბერში საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანეს, რომელთა მოქალაქეების მიერ თავშესაფრის შესახებ მოთხოვნები ავტომატურად არის უარყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები