LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის პიროვნება ქალია, კლასიკოს რეალის მოძულე მსაჯი დაუნიშნეს – ამბები მოკლედ

93
1rue7738562099

სულშერი ტრანსფერებისთვის ფულს მიიღებს. საუბარია „ატლეტიკოს“ ნახევარმცველ საულ ნიგესზე და „ზალცბურგის“ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდზე.

„ნაპოლიმ“ შეათანხმა წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გატუზოსთან.

„არსენალმა“ შეწყვიტა 9-მატჩიანი მოუგებელი სერია და პირველად მოიგო იუნგბერგის თავკაცობით.

დიქტორს „ვესტ ჰემის“ სტადიონზე გენდუზი დავიდ ლუისში აერია.

მარტო „ბარსელონამ“ მოაგროვა უფრო მეტი ქულა ტოპ 5 ჩემპიონატში, ვიდრე დროის ამავე მონაკვეთში ქონდა გასულ სეზონში.

ამერიკულმა ჟურნალმა Sports Illustrated-მა 2019 წლის სპორტული პიროვნება აირჩია. ის გახდა აშშ-ს ნაკრების ფეხბურთელი მეგან რაპინო. ის გახდა მეოთხე ქალი 66-წლიან ისტორიაში, რომელმაც პრემია ერთპიროვნულად მიიღო.

„ატლეტიკოს“ პრეზიდენტი: „ზაფხულში გვინდოდა ხამესის ყიდვა, მაგრამ მას სურდა „რეალში“ თამაში“.

ჟოზეპ ბარტომეუ: „გვარდიოლასთვის „ბარსას“ კარი მუდმივად ღიაა“.

ერნანდეს ერნანდესი დანიშნეს „ბარსა“-„რეალის“ მსაჯად. ეს მისი მეოთხე კლასიკოა, მან ორჯერ გააგდო სერხიო რამოსი.

ფანმა, რომელმაც რასისტული ჟესტები აჩვენა „სიტი“-„იუნაიტედის“ მატჩზე თავდებით გამოუშვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები