გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი დღის გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის ადამიანის ორგანიზმს (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემას), რაც შეიძლება გახდეს უგუნებობის, თავის ტკივილისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებების მიზეზი. ამ შემთხვევაში აუცილებლად გამოიყენეთ წნევის გაზომვის ხერხი და აუცილებლობისას მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას, რათა დაარეგულიროთ წნევა და მოიყვანოთ თავი წესრიგში.
დღის რეკომენდაციები – თუ დღეს ახალ საქმეს იწყებთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს. ამავდროულად, ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც დიდია, მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები და ხასიათში ცვალებადობის ტენდენციები. გაითვალისწინეთ, რომ დღეს მაღალია გაცივების ალბათობაც, ამიტომ შეძლებისდაგვარად თბილად ჩაიცვით.
დღე ძალიან კარგია სახლის სველი წესით დალაგებისათვის, წიგნების კარადების მოწესრიგებისა და საბუთების გადარჩევისათვის. პარტნიორულ ურთიერთობებში შედეგიანია მშობლების გაცნობა. ეს დღე სასიკეთოა მრავალფეროვანი კონტაქტებისთვის, სწავლისთვის, ინფორმაციის გაცვლისთვის, სავაჭრო ოპერაციების ჩატარებისთვის, აუქციონებისთვის, პრეზენტაციებისთვის, კონფერენციებისა და მოლაპარაკებების საწარმოებლად, ასევე მიმოწერისა და მგზავრობისათვის. მშენებლობასთან ერთად დღე ხელს უწყობს ტელეფონის, ტელევიზორის, კომპიუტერისა და სხვა საყოფაცხოვრებო თუ საოფისე აპარატურის შეძენას.
დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ რემონტის დაწყებას, სიმძიმეების აწევას, ღია სივრცეში (მცხუნვარე მზეზე) ზედმეტად ყოფნასა და თმის შეჭრას. დღე არ ვარგა ქორწინებისათვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და მთების დალაშქვრისათვის (ალპინიზმისთვის რისკები მაღალია). მაღალია ტყუილისა და არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობაც, ამიტომ ბევრს ნუ ილაპარაკებთ და ნურც საიდუმლოებებს გათქვამთ. დღევანდელი სიზმრები ახდება.
ჯანმრთელობა – დღეს სასიკეთო და ეფექტურია ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საზარდულის ზონის მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით კი სუსტდება ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის სასურველი. ძილის წინ სერიოზულად ნუ გადაღლით გონებას, რადგან ეს მერე აუცილებლად დაარღვევს თქვენს მშვიდ ძილს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე პოზიტიური და სასიკეთოა ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია პერიოდი თხის რქისა და თევზებისათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღევანდელი ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.