LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს სოფელ ხამისქურში, ტყის ტერიტორიაზე ფოთლოვანი სახეობის 6 100 ნერგი დაირგო: ეროვნული სატყეო სააგენტო

78
190712213-232394508288458-2256871568357559183-n

2020 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურში, ტყის აღდგენის სამუშაოები 1.3 ჰა ფართობზე განხორციელდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტყის ტერიტორიაზე ფოთლოვანი სახეობის 6100 ნერგი დაირგო.

საერთო ჯამში კი გასულ წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, აღდგენილია 160 ჰა-მდე ტყის ფართობი.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს, როგორც ტყის მართვის ორგანოს, ძირითად ფუნქციას ტყის მდგრადი მართვა, ტყის მოვლა-აღდგენა და ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი, მოიაზრებს, 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების, ასევე, 7,500 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოხდეს ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა.

ეროვნული სატყეო სააგენტო, კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ყოველწლიურად, 150 ჰექტარი ტყის გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს, რითაც ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა ხდება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g