ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ახალი სახეების შესაძლო გამოჩენაზე ტელეკომპანა “იმედის” ეთერში ისაუბრა და კალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლოა, ბევრი ახალი სახე ვიხილოთ პარტიაში.
„ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა განათლებული, წარმატებული პროფესიონალი ადამიანებისთვის. ეს პროცესი არასდროს შეჩერებულა. არიან ადამიანები, ვინც გადიან პარტიიდან, ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი, ცოცხალი პოლიტიკური პროცესია. შესაბამისად, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ჩვენ ბევრი ახალი სახეც ვიხილოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებს ხელი უნდა შევუწყოთ“,- განაცხადა კალაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძემ მანამდეც განაცხადა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პარტიაში განახლება ყოველთვის უნდა ხდებოდეს.
“ეს არის ჩვეულებრივი პროცესი პოლიტიკურ პარტიებში, როდესაც ხდება პროფესიონალების, გამოცდილი კადრების შემოსვლა და შესაბამისად, გამორიცხული არაფერია. ზოგადად პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება,”- განაცხადა კახა კალაძემ.