LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ!

582
128940202-373943857165224-7528108236038372071-n

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის „წინანდლის პრემის“ ლაურეატთა ვინაობა ცნობილია. სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, ჯილდო მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა. წარმოგიდგენთ 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატთა ვინაობას და მათ გამარჯვებულ ნამუშევრებს.

⦿ თეატრალური ხელოვნება:
დავით თურქიაშვილი – რეჟისორი
ლაურეატის წოდება მოიპოვა სპექტაკლით „უხერხემლო” (შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი)

⦿ კინოხელოვნება:
საბა ქარელი, მირიან ორაგველიძე – კინორეჟისორები
ლაურეატის წოდება მოიპოვეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით ,,მამის პორტრეტი ინტერიერში”

⦿ მუსიკალური ხელოვნება:
ანუშკა ჩხეიძე – ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი
ლაურეატის წოდება მოიპოვა სადებიუტო ალბომით “Halfie” (CES Records)

⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
გიორგი შონია – პოეტი
ლაურეატის წოდება მოიპოვა პოეტური კრებულით ,,რობოტების ყვავილები” (გამომცემლობა ინტელექტი 2020 წ.)

⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა):
ივა ფეზუაშვილი – მწერალი
ლაურეატის წოდება მოიპოვა რომანით ,,ბუნკერი” (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2020 წ.)

⦿ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ცოტნე ჩიტიაშვილი
მოლეკულური ბიოლოგი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით „ცილების ნაკრები განაპირობებს Xist არამაკოდირებელი რნმ-ის ლოკალიზაციას ბირთვში და გენების ინაქტივაციას” (ჟურნალი „Nature“)

⦿ სახვითი ხელოვნება:
შოთიკო აფციაური
არტისტი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ინსტალაციით ,,ტყის ჭრა, ტაძრის შენება“

⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ნიკა ხოფერია
ისტორიკოსი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით „გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“ II ტ. (გამომცემლობა ,,არტანუჯი” 2019 წ.)

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით.
ფარმაცეპტული კომპანია „პეესპეს“ სპეციალური პრიზები გადაეცათ სამუსიკო ხელოვნების 2 გამორჩეულ ნომინანტს გიორგი გიგაშვილსა და პაპუნა შარიქაძეს. „წინანდლის პრემიის“ პარტნიორი კომპანია „ბადაგონის“ სპეციალური პრიზი გადაეცა სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ ნომინანტს თამო ჯუღელს.

„წინანდლის პრემია 2020“ ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
„წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერები არიან: კომპანია „ბადაგონი“, კომპანია PSP. პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“.
პრემიის საინფორმაციო მხარდაჭერია რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

დამატებითი ინფორმაცია:
[email protected]
(+995 32) 2 30 74 96
www.zurabzhvania.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები