LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები გამოვლინდნენ!

467
BeFunky-collage (4)

2022 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატები 9 დეკემბერს თეატრალურ სივრცეში “ჰარაკი” დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე დასახელდნენ.

სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით, წინანდლის პრემია მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გაიცა.

წარმოგიდგენთ 2022 წლის ლაურეატთა ვინაობას და გამარჯვებულ ნამუშევრებს.

⦿ თეატრალური ხელოვნება:

გივიკო ბარათაშვილი

მსახიობი

საკონკურსოდ წარადგინა კონსტანტინ ტრეპლევის როლი სპექტაკლიდან „თოლია“
რეჟისორი დავით დოიაშვილი (ვ. აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი)

⦿ კინოხელოვნება:

თინათინ და ხვიჩა ემირიძეები

კინორეჟისორები

საკონკურსოდ წარადგინეს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „რესპუბლიკა”

⦿ მუსიკალური ხელოვნება:

ვერიკო ჭუმბურიძე

მევიოლინე
საკონკურსოდ წარადგინა ა. დვორჟაკის სავიოლინო კონცერტი ლა მინ. თხზ. 53, ჰ. ვენიავსკის მე-16 საერთაშორისო
სავიოლინო კონკურსის გახსნის ცერემონიიდან (ვარშავის ფილარმონიული ორკესტრი, დირიჟორი ა. ბორეიკო)

⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):

თორნიკე სიბაშვილი

პოეტი

საკონკურსოდ წარადგინა პოეტური კრებული „დეტექტივი“ (გამომცემლობა „კალმოსანი“ 2021)

⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა):

ცოტნე ავსაჯანიშვილი

მწერალი

საკონკურსოდ წარადგინა მოთხრობების კრებული „ბავშვები კორტესარის მთიდან“ (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2021)

⦿ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:

მარი ლუიზა კონჯარია

ქიმიკოსი

საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი: „ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერთა დაყოფა ციკლოდექსტრინების
თანაობისას კაპილარულ ელექტროფორეზში“ (ჟურნალი Journal of Chromatography A, 2022)

⦿ სახვითი ხელოვნება:

ანა ჯიბლაძე

მულტიმედია არტისტი

საკონკურსოდ წარადგინა ინსტალაცია „ერთადერთი ნაიარევი – The Only Scar” (2022)

⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები:

ანა ქირია

ფილოლოგი, ფილოსოფოსი

საკონკურსოდ წარადგინა ნაშრომი „თვითერთის გააზრების ნეოპლატონური პერსპექტივები“ (გამომცემლობა „ლოგოსი“
2021)

 

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომით, ჯილდოთი, სპეციალური პრიზებითა და 4000
ლარიანი ფულადი პრემიით.

კომპანია „პეესპეს“ სპეციალური პრიზები გადაეცათ თეატრალურ კომპანიას „ჰარაკი“ და სამუსიკო ხელოვნების 2
გამორჩეულ ნომინანტს იოსებ ჯუღაშვილსა (დირიჟორი) და გიორგი კობერიძეს (კომპოზიტორი).
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სპეციალური პრიზები გადაეცათ ახალგაზრდა მეცნიერებს:

ბექა მოდრეკილაძეს, სალომე მჭედლიძეს, შოთა ხეცურიანს, ქეთევან კოტორაშვილს და ნინო თავართქილაძეს

„წინანდლის პრემია 2022“ ხორციელდება ზურაბ ჟვანიას ფონდის ორგანიზებით
პროექტის მხარდამჭერები არიან:

ქ. თბილისის მერია, კომპანია „გალფი“, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს ევგენი ხარაძის
ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია, „ბაზისბანკი“, კომპანია „ბადაგონი“, „თიბისი ბანკი“, „პეესპე“, „ჰარაკი“,
პრემიის საინფორმაციო მხარდამჭერია რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები